აი ის გოგოები, როცა შიათ მთელმა ფეისბუქმა რომ იცის.. აი ის გოგოები ბრაზილიის ნაკრებს ევროპის ჩემიონატზე რომ ელოდებიან.. აი ის გოგოები მაქსიმუმ პრინცს რომ ელოდებიან და მინიმუმ ცხენს... აი ის გოგოები 13 წლის ასაკში რომ მიხვდნენ თურმე ცხოვრება დაენგრათ... აი ის გოგოები, რომლებისთვისაც "ყველა კაცი ერთნაირია"... აი ის გოგოები ქმრების პაროლები რომ იციან და საკუთარ სურათებს სასიყვარულო კომენტარებს რომ უწერენ... აი ის შავგვრემანი გოგოები ”მონიკა ბელუჩის გავხარ” კომენტარზე დასტოინ მადლობას რომ იხდიან... აი ის გოგოები ექვსის მერე რომ არ ჭამენ და ამიტომ ექვსამდე ათი წუთით ადრე სკდებიან... აი ის გოგოები, ფრჩხილის გადატეხვისგან ტრაგედიას რომ ქმნიან... აი, ის გოგოები, ვალენტინობა რო არ ევასებათ, იმიტო რო ყველა დღე სიყვარულის აქვთ... აი, ის გოგოები მარტო მაგათ რო აქვთ ნაღდი ”იზაბელ მარანტები”... აი ის გოგოები, ისტაგრამში კიტრი-პომიდორის სალათს რომ დადებენ და ესეთ აღნიშვნებს გააკეთებენ: #kitri #pomidori #zeti #red #nice #love #eat ... აი ის გოგოები ქოთნის ლობიოდან სუშიზე რო გადავიდნენ... აი ის გოგოები , შეყვარებულებს რომ შორდებიან , ფეისბუქიდან შლიან და შემდეგ ახალი, სხვა პროფილით რომ იმატებენ დასათვალიერებლად ... აი ის გოგოები,სადმე მათ ბიჭს რომ გაესაუბრები და ოთახის ბოლოდან მოვარდებიან სინათლის სისწრაფით "რას ლაპარაკობთ?"... აი ის გოგოები,შეყვარებულს რომ გაიჩენენ და საერთო ფეისბუქს რომ აკეთებენ... აი ის გოგოები, ბერას რომ იცნობენ, პირადად!... აი ის გოგოები, "ძალიან ცუდად ვარ" რო ასტატუსებენ და რო კითხავ რატოთქო, არმინდა ამაზე ლაპარაკიო, რომ გეუბნებიან... აი ის გოგები, გათხოვების მერე რომ გადაწყვეტენ რომ მისია შესრულებულია და თავს აღარ უვლიან... აი ის გოგოები, წიგნებს რომ კითხულობენ და მერე სტატუსებს წერენ ან ყველგან ყვებიან... და აი ის გოგოები, ულვაშებში რომ ეცინებათ...(c) Irakli Abashidze :)))))))))))))))))))))))))))))