ეს ნამდვილია თი კაიფობს ვინმე?

"საქართველოს მთავრობის განკარგულება
N424 2013 წლის 7 მაისი ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის მოძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა საქართველოს საპატრიარქოს გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს მთავრობის
2013 წლის 7 მაისის N424
განკარგულების დანართი
1. საძილე ტომარა - 16 ცალი;
2. კარდალა - 16 ცალი;
3. საძილე ტომრის ქვეშსაგები ,,პარალონი’’ - 16 ცალი;
4. მათარის ჭიქა (აშშ) - 16 ცალი;
5. საწვიმარი ლაბადა ,,პონჩო’’ - 16 ცალი;
6. ხელთათმანი მწვანე (აშშ) - 16 წყვილი;
7. ქამარი ბალთით (აშშ) -16 ცალი;
8. ზურგჩანთა - 16 ცალი;
9. კომპასი - 16 ცალი;
10. მათარა - 16 ცალი;
11.საველე ფორმა მწვანე ფერის (შარვალი და სპეც. ბრუზი) - 16 კომპლექტი;
12.კეპი - 16 ცალი;
13.ქუდი ,,პანამა’’ - 16 ცალი;
14.ქურთუკი (მწვანე ფერის) - 16 ცალი;
15.მაისური (მწვანე ფერის) - 32 ცალი;
16.ფეხსაცმელი მაღალყელიანი (უდაბნოსფერი) - 16 წყვილი;
17.საწოლი ორსართულიანი მატრასით - 1 კომპლექტი;
18.ადიელა ბამბის - 40 ცალი."