ჩვენ წმინდანები გვჭირდება ანაფორებისა და თავსაფრების გარეშე – ჩვენ გვჭირდება წმინდანები ჯინსებსა და კედებში.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომლებიც კინოში დადიან და მუსიკას უსმენენ, რომლებიც დროს ატარებენ საკუთარ მეგობრებთან ერთად.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომლებიც კარიერულ წარმატებაზე წინ ღმერთს აყენებენ.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომლებიც ყოველდღიურად გამონახავენ ხოლმე დროს ლოცვისთვის და იციან, როგორ უნდა შეიყვარონ სისპეტაკე, უმანკოება და ყველა სხვა სათნოება.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები – 21 საუკუნის წმინდანები, აღსავსენი სულიერებით და თანამედროვეობის "შესაბამისნი".

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომლებიც ღატაკთა დახმარებასა და საჭირო სოციალურ გარდაქმნებს ივალდებულებენ.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომ იცხოვრონ ამქვეყნად, რომ წმინდაჰყონ სამყარო, რომ არ შეუშინდნენ აქ, ამ წუთისოფელში ყოფნას.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომლებიც სვამენ კოკა-კოლას, ჭამენ ჰოთ-დოგებს, მოგზაურობენ ინტერნეტში და მუსიკას აიპოდებში უსმენენ.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომელთაც უყვართ ევქარისტია, რომლებსაც არც ეშინიათ და არც რცხვენიათ მეგობრებთან ერთად პიცის ჭამა ანდა ლუდის სმა.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, რომლებსაც უყვართ ფილმები, ცეკვა, სპორტი, თეატრი.

ჩვენ გვჭირდება წმინდანები, ვინც არიან გახსნილები, სოციალურები, ნორმალურები, მხიარული კომპანიონები.

ჩვენ გვჭიდება წმინდანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ მსოფლიოში და იციან, როგორ უნდა ისიამოვნონ ყველაზე უკეთ უგულობისა და მიწიერების გარეშე.

ჩვენ წმინდანები გვჭირდება.

პაპი ფრანცისკე