„მომავლის ბანაკში“ 2 304 მოსწავლე დაისვენებს
ამობეჭდვა · 2017-07-17 14:07:00 · 195 ნახვა

ბანაკის ლიდერები და მონაწილეები სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.

წელს ანაკლიის `მომავლის ბანაკი~ საქართველოს მასშტაბით 14-18 წლის 2 304 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის იქნებიან გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებიც.

ბანაკის მიზანია, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენების უზრუნველყოფა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა. 

მიმდინარე წელს საქართველოში 6 ასეთი ბანაკი ფუნქციონირებს.