"ეს გოგო ჩემი მეგობარია და ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს! იცით რატომ?"
ამობეჭდვა · 2017-07-17 15:15:00 · 1442 ნახვა

ეს გოგო ჩემი მეგობარია, ეს გოგო წლების განმავლობაში იმედის გმირების დასახმარებლად 24 საათი ფეხზე იდგა, და ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს! იცით რატომ?


- იმიტომ რომ არავინ თავის საქმეს არ აკეთებს
- იმიტომ რომ საქართველოში არც ერთი ტრანსპორტი გამართულად არ დადის
- იმიტომ რომ არც ერთი მძღოლი კვალიფიციური არ არის
- იმიტომ რომ ანსამბლები ფულს "ტეხავენ" და არასანდო ტრანსპორტზე თვალს ხუჭავენ
- იმიტომ რომ 30 ადამიანით სავსე ავტობუსი ისე მიდის გზაზე, რომ შემოწმებასაც არ აკეთებს
- იმიტომ რომ პროფესიონალიზმი აღარ არსებობს
- იმიტომ რომ სხვისი სიცოცხლე ყველას ფეხებზე კიდია
- იმიტომ რომ მთელი ამ მიზეზების გამო 3 შვილის დედა დღეს უფეხოდ დარჩა. და უსაზღვროა საგზაო შემთხვევები, უსაზღვროა თურქეთის გზაზე მომხდარი ავარიები. უსაზღვროა და ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!



ავტორი: მარიკა ბაკურაძე