"რუსეთის იმპერიული ტ*აკის თამაში გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით და არა ამათი ხელით"
ამობეჭდვა · 2017-07-17 14:45:00 · 255 ნახვა

ქართველებს (იმ ხალხს, მართლა ბრძენი როა და მარშები რომ არ სჭირდება) გვაქვს ასეთი საინტერესო ანდაზა: გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო.

რამდენი ფული, დრო და შრომა უნდა დახარჯულიყო იმისთვის, რომ ამ 90-იანების ნოსტალგიით შეპყრობილი მანიაკების ასეთი სრულმასშტაბიანი ლუსტრაცია მომხდარიყო?

მაგრამ აი, ასე, ყველასთვის მოულოდნელად, საკუთარი ხელით გამოუყვანეს წირვა, მოსპეს და დაასამარეს არა მხოლოდ თავიანთი „საქმე“, არამედ თავიანთი სისხლიანი, ძალადობრივი და სექსუალურ პათოლოგიაზე დაფუძნებული, პატრიოტობას ამოფარებული დივერსიული იდეოლოგია.

დიდი მადლობა მათ ამისთვის 

დაიმახსოვრეთ გუშინდელი თარიღი: 2017 წლის 16 ივლისი - ღამე, როდესაც საქართველოში, საზოგადოებრივ დონეზე, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე 90-იანებმაც, რუსეთის იმპერიული ტრაკის თამაშმაც, ბაბულიკურმა მენტალიტეტმაც და პრავასლავნიკურმა ფაშიზმმაც.

P. S. ჩვენ კი გიხდით გულითად მადლობას, მაგრამ იმათ, ვინც ეგ საქმე დაგავალეს, არ უყვართ ეგეთი ლაფსუსები.

იმათ წინაშე მაინც მოგიწევთ პასუხისგება, „ბრატცი“ 

P. P. S. ჰო, ვიცი, რომ რუსეთის იმპერიული ტრაკის თამაში გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით და არა ამათი ხელით.

შეურაცხმყოფელი იყო, ამათი ხელით რომ გვეთამაშებოდნენ აქამდეც.



ავტორი: ლექსო ლეკიაშვილი