"ქმარი დაქალთან მღალატობს" - ნანა ნებიერიძე
ამობეჭდვა · 2017-07-17 13:03:00 · 370 ნახვა

9 სექტემბრიდან „ტვ პირველზე“ ახალი ქართული სერიალი იწყება. გიორგი ჯაფარიძის „ელიტარული დახმარება“ მძაფრსიუჟეტიანი დრამაა. როგორც რეჟისორი და მსახიობები გვპირდებიან, სერიალში ნაჩვენები იქნება თბილისური ელიტის ღამის ცხოვრების ფარული წვრილმანები. სექსი, ღალატი, გარჩევა, ჩხუბი, ორპირობა. ეს ის თემებია, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მაყურებელს. ამდენად იმის ალბათობა, რომ სერიალს მაყურებელი ეყოლება, დიდია. მთავარ როლებს სერიალში ასახიერებენ: ნუცა შანშიაშვილი, ნანა ნებიერიძე, ზურა შარია და ზურა ინგოროყვა. მანამ სანამ მძაფრსიუჟეტიან ქართულ დრამას „ტვ პირველის“ მაყურებელი იხილავს, „პრაიმტაიმი“ ნანა ნებიერიძეს გაესაუბრა.

ნანა ნებიერიძე:

– ჩემს გმირს ნანი ჰქვია, ზურა შარიას გმირის, კოტეს ცოლია, პატიოსანი ქართველი ცოლი, ორი შვილით და საზიზღარი ქმრით. ნაძირალაა ჩემი გმირის ქმარი, მთელი ცხოვრება „გულაობს“ ქალებში, ღალატობს ცოლს, საშინელი პერსონაჟია. ამას ემატება ისიც, რომ დაქალებიც ღალატობენ ჩემს გმირს.
 

– ქმართან?


– ჰო, ერთი ქმართან, მეორეც მის მხარესაა. ამ ყველაფრისგან იღლება ჩემი გმირი და არაადეკვატური ხდება. ბოლომდე ვერ მოვყვები სიუჟეტს, გეტყვით, რომ მთლიანად იცვლება ნანის ცხოვრება. 


იხილეთ ვრცლად