"ცოტნე ცაში გაფრინდა" - "ქართული მარშის" ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 2017-07-17 12:33:00 · 4189 ნახვა

სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნიკა თათარაშვილი წერს, რომ "ქართული მარშის" ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა:

"14 ში “ქართულ მარშზე„ შევხვდით ერთმანეთს. გადავეხვიეთ, შუბლზე ეწერა რომ გაუხარდა ჩემი დანახვა. მითხრა რომ ამაყია ამდენ ქართველს რომ ხედავს ერთად, ქართველებს ისევ შეგვიძლია ყველა ომი მოვიგოთო. მითხრა და წავიდა...

ვინც იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო ყველას ეხსომება ცოტნეს შეძახილები. ცოტნეს უყვარდა საქართველო და ქართველები. ცოტნე დღეს ვნახე. აღარ იყო იმ შემართებით როგორც ორი დღის წინ. ცოტნე ცაში გაფრინდა. მეამაყები ჩემო ძმაო!".

Nika Tatarashvili-(ი)ს ფოტო.Nika Tatarashvili-(ი)ს ფოტო.Nika Tatarashvili-(ი)ს ფოტო.Nika Tatarashvili-(ი)ს ფოტო.