უცებ გამომეღვიძა, უკვე გადატრიალებული იყო ავტობუსი, ფანჯრები იმსხვრეოდა - ბავშვის დედას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
ამობეჭდვა · 2017-07-17 12:27:00 · 334 ნახვა

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

 

"მე ვიჯექი ფანჯრის მხარეს, მანამდე ჩემი შვილი იჯდა ფანჯრის მხარეს და გადმოვსვი გვერდზე. უცებ მომენტალურად გამომეღვიძა, უკვე რომ დაგაყირავებული ხოხიალით მიდიოდა მიწაზე და იმსხვრეოდა ფანჯრები. სამწუხაროდ ფეხი დავკარგე." - განაცხადა "იმედის კვირასთან" საუბრისას დაზარალებულმა ქალმა. 



ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.