ამ ქალბატონს ისიც არ ესმის,რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენებიდან ტრანზიტისთვის მიღებული შემოსავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და მისი კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადება არის დანაშაული.
იგივე ბურუსია ნავთობის ტრანზიტის საკითხში.ვერავინ გაარკვია,რატომ იღებს საქართველო ბაქო -ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 0.14 ცენტს ერთ ბარელ ნავთობზე,რაც უბრალოდ ქვეყნის ძარცვაა.
ტრანზიტის შესახებ დუმილი ერთ რამეს ნიშნავს-საერთაშორისო კორუფციას ქვეყნის ინტერესების ხარჯზე.
ყველაზე სამწუხარო კი ის "კრავთა დუმილია",როელიც ამ სასიცოცხლო საკითხებზე საზოგადოებაშია გამეფებული.
თითქოს საერთო ეროვნული კონსენსუსია მიღწეული იმაზე,რომ საერთო ეროვნულ საკითხებზე დუმილი შევინარჩუნოთ.