მასის განწყობაზედ მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: ყველამ კარგად ვიცით, როგორი სენსიტიურია ჩვენი საზოგადოება იმის/იმათ მიმართ, ვისაც დაჩაგრულად აღიქვამს. არც იმის თქმა იქნება სიახლის შემცველი, რომ ასეთ დროს ნაკლებად დაგიდევენ თავად დაჩაგრულის რაობას, ცხოვრების წესს და ა.შ. - შეიძლება იმას დაუდგნენ ადვოკატად, ვინც სულაც არ მოსწონთ...
ენმ-ში მიმდინარე პროცესები სწორედ ამის დასტურია, ჩემი დაკვირვებით. არცთუ ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის მხარეს არიან ისეთებიც კი, ვისაც ზოგადად, სააკაშვილის ხსენებაც კი არ უნდოდა. რასაც მათი მხრიდან ვხედავ, ისაა, რომ რაღაცნაირად, დაჩაგრულად და თანამებრძოლებისგან მიტოვებულად აღიქვამენ და ამბობენ, უსინდისობაა, რასაც უკეთებენო.
თუმცა, მერე მაინც აყოლებენ, ასემც გიქნიათ, დაგიჭამიათ ერთმანეთიო.