"ვარდების" მოედნის ქვეშ რა ხდება, არ ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი რა ხდება ვაკზლის მოედნის ქვეშ.
აი, სად არის ნამდვილი ჯოჯოხეთი.
ალბათ, 100 წლის შემდეგ მე რომ გარდმოვიცვლები, იქ მოვხვდები, ყველა ჩემი ჩადენილი ცოდვის სანაცვლოდ.
ერთი გაისეირნეთ და დატკბით არომატით, უჟანგბადობითა და პრეისტორიული ფაუნის მრავალფეროვნებით.
ვინც არ იცის, იქ იყიდება სხვადასხვა საქონელი, ხარისხიც შესაბამისია.
ამას წინათ, როგორც თეთრი ადამიანი, ვიფიქრე ზემოდან არ გადავირბენ მოედანს, მიწისქვეშ ჩავალ მეთქი, და ჩავედი.
დამიჯერებთ, გამოსასვლელს ვერ ვპოულობდი?!
დიდი ხანი ვიბორიალე იქ სიბნელეში, იქაურებს ვთხოვდი გასასვლელი მანახეთ მეთქი, ისინი პასუხად იცინოდნენ და ლარად ათ წყვილ ნასკს მთავაზობდნენ.
თვალთ მიბნელდებოდა, გული მიჩერდებოდა, სული მეხუთებოდა, მივლასლასებდი, ვტიროდი და დედა მინდოდა.
მე იქ ჩავედი ახალგაზრდა, შავტუხა, იმედებით სავსე ყმაწვილი, ამოვედი ჭაღარა, წვერებიანი, უკბილო, გაურკვეველი სქესის დეპრესიული არსება.
ორივე ხელში ბღუჯად სხვადასხვა ჯიშის ნასკი მეჭირა, და ვლაპარაკობდი სამტრედიული კილოთი.
თქვენ კი "ვარდების" მოედნის გადასასვლელში ამიაკის სუნზე მელაპარაკებით.
ეჰჰჰჰ, ფილიად!
წადით, წადით და ჩადით იქ, სადაც მე ვიყავი.
ხო, ბარემ, კარგი ნასკი არავის უნდა? იაფად მოგცემთ..