პრემიერის განცხადებაზე ატეხილი ე.წ. პრადვინუტული ქილიკი არის ბოლომდე თითიდან გამოწოვილი იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ყველამ კარგად იცის თუ როგორ ჰყვაოდა იმ კლუბებში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია (ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს ვწერდით გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“, გვქონდა არაერთი გადაცემა რადიოთი და სხვა ბეჭდურ, თუ ელექტრონულ მედიაშიც ქვეყნდებოდა ჟურნალისტური გამოძიების მასალები). ქართველი მამაკაცების არდაშვების უმთავრესი მიზეზიც ზუსტად ეგ იყო და არა ის, რაზეც ეს აგრესიული და ფსევდო ლიბერალები აპელირებენ.
იმედი მაქვს, რომ შ.ს.ს. ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს და არა მხოლოდ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით იმოქმედებს, გამოავლენს იმ „კრიშებს“, რომლებიც ამდენი ხანი მფარველობდნენ ამ ბუნაგებს