რას იტყვით?
თემა შეეხება, როდესაც მშრალ ხიდზე, ნავთლუღის ბაზრობასთან, მეტრო ,,დელისთან'' და სხვა ასეთ ხალხმრავალ ადგილებზე, სადაც საპარკინგე ავტომობილები შეზღუდულია-ტიპები მოათრევენ ძველ ,,RAF''-, ,,მოსკვიჩს'', ვოლგას'' ან სხვა ჯართს და იყენებენ საწყობად, ან საბარგულიდან სავაჭროდ. და საათში იხდიან...0.6 თეთრს საათში(!).
ავტოპარკინგებზე ვაჭრობა აიკრძალება
პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება. ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ. თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ №33-99 დადგენილების მიღებით ცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
P.S. ,,რაქნასგაჭირვებულმამოსახლეობამ'' კომენტარი არ მიიღება