დიდი მნიშვნელობა არ აქვს ნაცმოძრაობა ორად დაიყოფა თუ ოთხად. მთავარია რუსთავი 2 ვის დარჩება.
სამწუხაროდ ეს ტელევიზია ყველა სხვა დანარჩენზე მეტად ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე. მისი გავლენა ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ნაცმოძრაობის ლიდერებს ყველაზე კარგად ესმით.
კარგად მახსოვს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პრემიერ ივანიშვილის და პრეზიდენტ სააკაშვილის ევროკავშირის პრეზიდენტ ბაროზოსთან, ევროკომისარ ფულესთან და სხვა მნიშვნელოვან პერსონებთან ერთად კანცელარიაში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა. მოლაპარაკებებიდან გამოსულმა სააკაშვილმა პირველმა გააკეთა მედიასთან განცხადება და ასეთი რამ თქვა: რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მივიღე გარანტია, რომ თავისუფალ მედიას არავინ შეეხება.
რა თქმა უნდა სააკაშვილი "თავისუფალ მედიაში" რუსთავი 2-ს გულისხმობდა და არა იმედს, ან რომელიმე სხვა ტელევიზიას.
როგორც ჩანს, მან ბევრი ვინმე გაწირა მოლაპარეკების დროს, ბევრ დათმობაზე წავიდა, ოღონდაც რუსთავი 2 შეენარჩუნებინა მისი გავლენის ქვეშ.
ვნახოთ, ეს დაპირისპირება თუ რეალურია, ჩემი აზრით, ფრონტის ხაზი ისევ რუსთავი 2-ზე გაივლის.