ნაცები დაიშლებიან თუ არა მე პირადად საერთოდ არ მაღელვებს, რადგან მე მათ ყოველთვის კრიმინალურ დაჯგუფებად ვაფასებდი როგორც კი სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში!
მე და ხალხს გვინდა დამნაშავეების დასჯა, ვინც მათი მმართველობის დროს ბრმად ასრულებდნენ მათ დაკვეთებს!
1. უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყველა ის პოლიციელი ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასევე სასჯელეღსრულების ის კრიმინალები ვინც აწამებდნენ პატიმრებს!
2. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან პროკურორები ვინც უდანაშაულო ადამიანებს თავისი გადაწყვეტილებით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და წაართვა ქონება!
3. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა მოსამართლე, ვის მიერ გამოტანილ განაჩენშიც ნათლად ჩანს მათი მიკერძოება და რეჟიმის ყურმოჭრილი მონობა და ვისი დანაშაულებრივი განაჩენებითაც დადგა ფატალური შედეგები იმ ადამიანებისა ვისაც უკანონოდ მიუსაჯეს!
4. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ასევე ის ადამიანები ვინც იცოდა ცხრა წლიანი რეჟიმის დროს ამა თუ იმ პირის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული მაგრამ ხელი დააფარა და დააწინაურა სისტემაში!

 

მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება საზოგადოების ნდობის დაბრუნება და იმ ნიჰილიზმის გაქარწყლება რაც დღეს ხდება! ხალხს დღეს უამართლობის განცდა უფრო აწუხებს, როდესაც დამნაშავეების ბოგინს უყურებს ვიდრე სოციალური პრობლემები!
ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მაგრამ ხალხი მანამდე იქნება უკმაყოფილო სანამ კრიმინალებს უყურებს თავისუფლებაზე ვინც მათ ცხოვრების საუკეთესო წლები ჯოჯოხეთად უქცია!

 

რატომ უნდა დაისაჯონ?
- პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ახალმა ჩინოვნიკმა აღარ გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა და არ ჰქონდეს იმისი განცდა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული თანამდებობაზე ყოფნის დროს მხოლოდ მისი გათავისუფლებით დასრულდება!

 

დაუსჯელობის განსცდა მომავალში უფრო დიდ დანაშაულებს ახალისებს და თუ დროზე არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, ინერციის ძალა იმდენად დიდია, რომ ამისი შეჩერება შეუძლებელი გახდება!!!