გაჩეჩილაძეებზე კიდევ უფრო მეტად ძალიან კარგად მესმის გიორგი ზერეკიძის, ცაგურიასიც, თარხანისაც, ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანისა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შეიძლება ითქვას, რომ ლამის გაუბედურდნენ... სად არის ამ დროს სახელმწიფო? ხელისუფლება რატომ ურიგდება და პოულობს საერთოს დამნაშავეებთან უფრო მეტს ვიდრე დაჩაგრულებთან? რამდენი პოლიტპატიმრის სასამართლო ჩატარდა და სამართლებრივი რეაბილიტაცია მიიღო? რამდენმა იპოვა სამართალი?
ხელისუფლება, რომელიც ფლობს ყველანაირ ძალაუფლებას და ბერკეტს სამართალი დაიცვას, მაგრამ დამნაშავეებს უერთდება, საერთო მიზნებს სახავს, ეს არის უფრო დიდი პრობლემა...
საზოგადოებამ ნეგატიური ენერგია დამნაშავეებთან ფერხულში ჩაბმული ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა მიმართოს და არა ცალკეულ შემთხვევებში აწარმოოს თავად პირადი ანგარიშსწორება, სადაც ჯამში ისევ თავად მოქალაქეები დაზარალდებიან.