Kakha Kakhishvili დიდი მადლობა ასეთი კარგი მინისტრი, რომ ხარ, მადლობა, რომ პატიმრებზე ისევ ისე ზრუნავ, როგორც ეს 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა და ყოველთვის ჩვენს გვერდით იცავდი მათ უფლებებს <3
გილოცავთ ბატონო კახა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და საჯაროდ გიხდით მადლობას ამ სიკეთისთვის რასაც მათთვის აკეთებთ <3
#PALITRATV დიდი მადლობა ამ ემოციური კადრებისთვის <3
#ქართულიოცნება #საქართველოსმთავრობა #კახაკახიშვილი დიდი მადლობა,რომ პატიმრებს აღარ უზღუდავთ დღესასწაულების აღნიშვნას ხმაურით და სასიხარულო შეძახილებით <3
- 2012 წლამდე, რა ხდებოდა მოკლედ მინდა დავწერო....
ქრისტესშობა თენდებოდა და პატიმრებმა მიულოცეს ერთმანეთს გადაძახილებით, რა თქმა უნდა ასე ომახიანად მაშინ ვერ გაბედეს მაგრამ მაინც იძახოდნენ მილოცვებს და ვინც იმ ღამეს გაბედა და დაიძახა ხმამაღლა გილოცავთო - ისე ცემეს და აწამეს, რომ რამდენიმე თქვე ციხის საავადმყოფოში მკურნალობაც კი დასჭირდათ, მათ შორის ბევრი იყო ჩემი პატიმარი.
როდესაც სანახავად შევედი, შობის ღამეს ნაცები პატიმრებით იყო სავსე ე.წ. "რეზბალნიცა" და იმდენად სულისშემძვრელი იყო, რომ რამდენიმე საათი ვტიროდი.
ვიცი ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, ბევრი შეცდომაც იქნა დაშვებული და მე კარგად ვიცი სად იქნა და ვის მიერ დაშვებული ეს შეცდომები, დღეს რომ საერთოდ არ არიან დასჯილები და ზოგი კი სათანადოდ არცაა დასჯილი, მაგრამ 2003 წლიდან 2012 წლამდე მე თქვენთან ერთად მეგობრებო სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, რომ დაგვეცვა პატიმართა უფლებები დავით ლილუაშვილი შენ განსაკუთრებით იმიტომ მიყვარხარ, რომ არასოდეს არ გაფრთხილებიხარ საკუთარ თავს და სუკლ ჩვენს გვერდით იყავი დავით <3
როდესაც უწმინდესმა მოინახულა ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს ნაწამები პატიმრები და საჩუქრები გადასცა მათ, იქ მყოფი ადვოკატები და ოჯახის წევრები დაგვლოცა და უფლებადამცველებს გვითხრა, რომ ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ რამხელა მადლს ვატარებთ, როდესაც სრულიად უანგაროდ ვიცავთ და ვზრუნავთ პატიმართა უფლებებზე, უწმინდესმა გვითხრა, რომ დადგებოდა ქვეყანაში დრო როდესაც პატიმართა უფლებები იქნებოდა დაცული და მათ წამებას ბოლო მოეღებოდა <3
მე ვიცი, რომ კიდე ბევრი რამეა გასაკეთებელი, დასახვეწი მაგრამ ის ფაქტი, რომ შედიხარ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმარი ძალიან მადლიერია მის მიმართ დამოკიდებულებით ძალიან მახარებს <3
იმედი მაქვს როდესღაც ყველა ჯალათი აგებს პასუხს კანონის თუ არა უფლის წინაშე აუცილებლად !
ყველა პატიმარს (არადამიანების და ნაცების გამოკლებით) ვულოცავ ქრისტეშობის დღესასწაულს და რამდენიმე უდანაშაულო პატიმარს, რომელიც 9 წლიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო და დღესაც უწევს სასჯელის მოხდა, რადგან მათი საქმისთვის ჯერ ვერ იცლის პროკურატურა - თავისუფლება ვუსურვო <3 მე თქვენ განსაკუთრებით მიყვარხართ და მიხარიხართ და სწორედ თქვენი უფლებების დარღვევის მერე მე ავირჩიე ეს პროფესია და გავხდი უფლებადამცველი <3
გილოცავთ