დღეს ენმ-ს ცენტრალურ ოფისში მობრძანდა ქ.ნ. ელენე ხოშტარია, რომელმაც არ იკადრა და გამარჯობა არ გვითხრა პარტიის რაიონული ორგანიზაციის 30ამდე თავმჯდომარეს, შემდეგ დადგა და ჟურნალისტებთან გააკრიტიკა თბილისის პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა მელია. ეს საქციელი ცდება ყველანაირ მორალურ ჩარჩოს.
ადამიანი რომელიც პარტიის წევრიც კი არ არის და სწორედ ამ პარტიის სიით მოხვდა პარლამენტში, გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადსხვაობის გამო არაფრად აგდებს ენმ-ს არაერთ ბრძოლაში გამობრძმედილ აქტივის დიდ ნაწილს და არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს მათთან.
ყრილობა ძალიან ახლოს რომ არ იყოს დამერწმუნეთ ესეთ ცუდ საქციელზე პასუხი იქნებოდა ადექვატური.