როდესაც იღებ კლიპს, წერ ლექსს, აკეთებ განცხადებას უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომელსაც ავტორის მხრიდან თავის მართლების რეჟიმში დამატებითი განმარტებები არ უნდა დასჭირდეს.
კლიპი, ლექსი, განცხადება არ არის დიდი მოცულობის ნაწარმოები, რომელშიც ავტორს აქვს შესაძლებლობა ფართოდ გაშალოს თავისი ფანტაზია და სხვადასხვა პასაჟებით მოგცეს დაფიქრების და აღქმის საშუალება.
კლიპი, ლექსი, განცხადება დ.ა.შ. შეიძლება იყოს საკამათო, კარგია, თუ არა, მისაღებია, თუ არა, მოსაწონია თუ არა მისი შინაარსი, გადმოცემის ფორმა დ.ა.შ. და არცერთ შემთხვევაში თავის მართლება.
თუ თავს იმართლებ და ამბობ, რომ მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, ის აზრი ვერ გამოიტანეთ რაც ჩავდეო, კიდევ ორ სისულელეს ამბობ. პირველი არის ის, რომ საზოგადოებას აყენებ შეურაცხყოფას, დებილები ხართ და ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდოდაო და მეორე: - იმდენად უხარისხო რაღაც გააკეთე, რომ ახსნა დაგჭირდა.
და ბოლოს: იმის თქმა, რომ ვიღაც ვიღაცის შვილია, ძმაა, დის შვილია, ბიძაშვილის შვილია დ.ა.შ. რბილად რომ ვთქვა, არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ ვინმეს ჩადენილი ცუდი საქციელი პირველ რიგში სწორედ იმ კარდ ადამიანს სცხებს ტალახს.
როგორც ამბობენ ჯეკ მფატრავი ინგლისის სამეფო გვარის წარმომადგენელი იყოო