ისტორია ფერფლის შენახვაში არაა, ის ცეცხლის არ ჩაქრობაშია...
ერთი შეხედვით მართლაც რომ სულ გამოფხიზლება გვჭირდება, თითქოს ზამთრის ძილს ვართ მიცემულნი?
მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ აქ, ჩვენს მიწა-წყალზე რომიც იბრძოდა, ბიზანტიაც, სპარსეთიც, არაბეთის სახალიფოც. თბილისის ქუჩებს თემურ ლენგის, თურქ–სელჩუკების, თათარ–მონღოლთა ურდოებიც ახსოვს მაგრამ ჩვენმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისი ენა, კულტურა, რელიგია და ტოლერანტობა. იმპერიები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება!