მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
რას ემსახურებოდა მაკკეინის ვიზიტი?
არც მეტი და არც ნაკლები, ეს ვიზიტი იყო ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული და მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა:
1. თავიანთ შიდა პარტიულ დაპირისპირებაში, მხარეებს შორის ამერიკელი ლობისტების გადანაწილება
2. ხელისუფლების წინ კიდევ ერთხელ კუნთების ათამაშება.
ჯონ მაკკეინი არ არის არც მადაგასკარის წარმომადგენელი და არც რომელიღაც რიგითი სენატორი. მისი ჩასვლა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები, არის ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში და 2017 წელს ელოდება ინვესტიციებს, არის ამ სამივე სასიცოცხლო საკითხის პირდაპირი დარტყმის ქვეშ დაყენება.
ხელისუფლების წარმომადგენლების გაოგნებული და დაბნეული სახეებიდან პირდაპირ ჩანდა, რომ ამ ვიზიტის შესახებ არავინ იყო ინფორმირებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კერძო ვიზიტით შეიძლება ჩამოვიდეს ზიმბაბველი სენატორი, დათვრეს და ნიგერიელები დათვალოს, მაგრამ მაკკეინის ჩამოსვლა, მისი შეხვედრები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან და მისვლა კონფლიქტის ზონაში, არის პირდაპირი პროვოკაცია, რომლის შესახებ ხელისუფლება აზრზე არ იყო.
მოგმართავთ მათ, ვისაც ხელეწიფება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, საგარეო ურთიერთობების დალაგება:
- მოაცილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მხოლოდ შოპ-ტურებში მოსიარულე იდიოტები, რომლებმაც ყავის მოდუღებაც არ იციან. გამოფხიზლდით და რეალურ საქმეს მიხედეთ! (დაე შედეგებზე თქვენმა "ანალიტიკოსებმა" გაგცენ პასუხი