ვერ ვიტყვი, რომ დიდი სიმპატია მაქვს მაკკეინის მიმართ. მეტიც, ცივი ომის გადმონაშთად მიმაჩნია, რომელსაც რეალურად არ ადარდებს, რა მოხდება ატლანტის ოკეანის გადაღმა. მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ საკუთარი ანგარიშები და საკუთარი ზიანი გვაქვს ასანაზღაურებელი, ტერიტორია - დასაცავი, და მოკავშირეები - საძიებელი. ჩვენი მეზობელი არ შემოგვევლება თავს არც მაკკეინიანად და არც - უმაკკეინოდ. ამიტომ, გირჩევთ ზოგს, იფიქრეთ არა იმაზე, რა რეაქცია ექნება რუსეთს, არამედ - რა სჭირდება საქართველოს!

 

ეს ტექსტი ერთი მეგობრისგან დავაკოპირე:
"აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი, მოხუცი კაცი, ახალ წელს თოვლსა და სიცივეში მიდის მავთულხლართებთან, იქით დარჩენილ თანამემამულეს გვიმხნევებს და გვამხნევებს ჩვენც, ამას ყველაფერს აშუქებს cnn, bbc..
აქ კიდევ ვაგინებთ. ...."