საახალწლო კურიოზს გავიხსენებ:))ის დროა ბნელი და უკუნი რომ ერქვა სააკაშვილის მიმდევრების თქმით,მაგრამ არც უკუნი იყო მაშინ და არც საქართველოს წელთაღრიცხვა არ დაწყებულა 2004 წელს,მოკლედ 1997 წელია,პირველ არხზე ვმუშაობ და კრიმინალურ თემებს ვაშუქებ,შინაგან საქმეთა მინისტრს დავურეკე,მინისტრი კახა იყო თარგამაძე,ახალ წელს ქუჩაში შევხვდები თქვნთან ერთად და მეკვლე ვიქნებითქოო,დაიგეგმა,იმ ღამეს მინისტრთან ერთად შემოვიარე პოსტები,პოლიციის განყოფილებები და სამინისტროში წავედით ინტერვიუს ჩასაწერად,,,მინისტრის ლიფტიტაც ვიმგზავრე და მეხუთე სართულზე დაცვის და ოპერატორის თანხლებით ავედით,წინა დღეს ეტყობა დამლაგებლმა ძაან მოინდომა ,,მასტიკით,გააპრიალა დერეფანი და ზედ ნაცარიც მიაყარა,ხოდა მწვანე კიტრივით ამაყად მივსდევ ,,რკინის,,მინისტრს,ხუმრობა ხომ არაა პატარა ჟურნალისტს ამხელა პატივი დამდეს, ახალი ქურქი და ქუსლებიანი ჩექმაც მაცვია, მომიცურდა ნაცარზე ფეხი და ავფრინდი ჰაერშიი,იმდენი ფიქრიც მოვასწარი ვაიმე ღმერთოო რა სირცხვილია ნეტავ გული გამისკდეს და აქ არ დავეცთქოო და უცებ ჰაერში ვიგრძენი რომ ვიღაცამ დამიჭირა,ეს ვიღაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კახა თარგამაძე,გადახედა დაცვას და დაცვის უფროსს იუმორით მიმართა,ჯიმშერ ბიჭოო შენ ნინო ვერ დაიცავი და შენ მომხედავ მეოო,გავიცინეთ ყველამ და ასე განიმუხტა სიტუაცია,იმის მერე 4 წელი მეკვლე ვიყავი და სულ მინისტრი იყოო,აიი მეხუთე წელს კობამ შემასწრო ნარჩემაშვილმა და ვიხუმრეე ,ბატონო კახა ეს წელი არვიციი როგორ იქნებათქოო და კობა გახდა მინისტრიი,მოკლედ იმის თქმა მინდა კარგი ფეხი მაქვს მეე და კარგი მეკვლე ვარ ,მთავარია ნაცარი არ დამიყაროთ კარებთან:)))))))))))))))