"პირველი რადიოს" ინფორმაციით, პარტიის ორად გაყოფასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა კონსულტაციები დღის მეორე ნახევარში უკვე ცალ-ცალკე გამართეს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ,,პირველი რადიო“ გიგა ბოკერიას გუნდის წევრს დავით დარჩიაშვილს დაუკავშირდა. დარჩიაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარტია ორად აუცილებლად გაიყოფა და ამის შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.
დარჩიაშვილის თქმით, პარტიის გაყოფა მოხდება იმიტომ, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებს შორის კონსესუსი ვერ ხერხდება, რაც შეეხება სახელს, თუ ვის დარჩება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდი, ამას პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს.
პირველი რადიო