დღეს განა მხოლოდ ეს ნაძირალაა პატივდებული და დაუსჯელი... მეტიც, დღევანდელ პროკურატურას საკმაო მასალა აქვს მოკვლეული და გამოძიებული ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით! მკვლელობის ფაქტი, დევნა, იქამდე მოწამლვა, რიგი გარემოებები ყოველგვარი რეაგირების გარეშეა დარჩენილი, ხოლო უშიშროების სამინისტრო და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ცალსახად აფარებს ხელს მათი კოლეგების მიერ წლების წინ ჩადენილ დანაშაულს! საერთოდაც, ჩემთვის უკვე ცხადია, რომ ამ ხელისუფლებას შეგნებულად არა აქვს მამაჩემის მკვლელობის საქმის ბოლომდე გამოძიების სურვილი!
დღეს ღამით 23 წელი გადის იქიდან... ნაახალწლევს აუცილებლად მოვიწვევთ მედიასაშუალებებს და მეტი დეტალებითა და კონკრეტიკით ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე...