ახალი მედიაჰოლდინგის შექმნასთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება.
პირდაპირ ვიტყვი, რომ არსებულ რეალობაში ეს ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია, რადგანაც ქართულ სარეკლამო ბაზარზე არსებული სიტუაცია, რომელიც განპირობებულია პირველ რიგში ე.წ. რეიტინგების დამდგენი ორგანიზაციის "საქმიანობით" და მეორეს მხრივ რეკლამების არა გადაცემების ხარისხის და რეალური რეიტინგის მიხედვით განაწილებაზე, არამედ რეკლამების მიმტანი კომპანიების არაკომპეტენტური მიდგომით, აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს მედიის თავისუფლად განვითარებას.
ჰოლდინგის შექმნა და მასში ბეჭდური მედიის გაერთანება ამ უდიდესი პრობლემის მოგვარების საკმაოდ რეალური გზაა, რადგანაც თუ ჰოლდინგი მასთან მიტანილი რეკლამის განაწილებას პროდუქტის ხარისხის მიხედვით მოახდენს, მაშინ მედიასივრცე გათავისუფლდება არსებული ბალასტისა და უგემოვნო პროდუქციისაგან.
კიდევ არის რამდენიმე საკითხი, მაგრამ ეგ ცალკე მსჯელობის თემაა