კომუნიზმის აჩრდილის არ იყოს, რაღაც უცნაური ვირუსი დაძრწის საქართველოში. "მოვლენებისთვის პრიორიტეტების არაადეკვატურად მინიჭების" ვირუსი.
მაგალითად საზოგადოების დიდი ნაწილი ღელავს და მსჯელობს ნაცმოძრაობის ყრილობისა და მისი მომზადების პროცესის შესახებ.
მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი მართლაც საჭირბოროტო საკითხებს, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურად განმარტავს და მერე საზოგადოების ჯენსაღი რეაქცია სწყინთ.
ტელეშოუები გადატენილია თითიდან გამოწოვილი სკანდალებით.
დ.ა.შ.
ამ დროს რეალურ პრობლემებზე არავინ არ საუბრობს