მომავალ წელს, დოლარი სამს რომ მიაღწევს, გამოვა კალაძე და გეტყვით, აი, დენი გრაფიკით იმიტომ გაქვთ, რომ ახალი ჰესები უნდა ავაშენოთო - თუნდაც შეუსწავლელად და გაუგებარი ეკონომიკური სარგებლით...
როცა სამნახევარი ლარი გახდება, მინისტრები იტყვიან - ახლა რკინიგზა, ნავთობ-გაზის კორპორაცია, მიწები და სტრატეგიული ობიექტები გავყიდოთო.
4 ლარზე - გიორგაძე იტყვის, აბა, კულტურული მემკვიდრეობა ვჭამოთო? დავშალოთ სვეტიცხოველი, გელათი, სამთავისი - დაშლაშიც ცოტა ფულს გავაკეთებთ და მასალადაც გაიყიდებაო. მუზეუმების შიგთავსიც მივაყოლოთ.
მაგრამ ლარი გააგრძელებს მოგზაურობას და იმასობაში ჩვენც აღარაფერი დაგვრჩება. რადგან გამოსავალი მხოლოდ ნეპოტისტი, გაზულუქებული იდიოტების ხელისუფლებიდან წასვლა იყო!