ამ საღამოს თავის სამუშაო კაბინეტში კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს ჭეშმარიტად სახალხო ექიმი, დიდებული მამულიშვილი და საოცარი ადამიანი ბატონი მერაბ კილაძე. ხალხო შოკში ვარ.. გაოგნებული და შეშინებული, განცვიფრებული და უაღრესად გულნატკენი. მერაბ კილაძე გარდაცვლილა. სიტყვები უძლურია.. არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო.. ჩემი და თქვენი მეგობარი მერაბ კილაძე აღარაა.. ამას წინ დამირეკა და მითხრა “რა გეწყინა, სად დაიკარგე, მოდი, მოგვენატრე“.. არ ვიცი, ვერ ვხვდები რა მოხდა.. წავიდა, გაერიდა ამაობას, გადასახლდა მართალთა სავანეში.. გული მტკივა.. ძალიან დამაკლდები მერაბ.. უსაზღვროდ მიყვარხართ.