მივმართავ იმ კომპანიებს, რომლებსაც "სურთ" რომ საახალწლოდ შემიქმნან კომფორტი:
მაქვს მაცივარიც, სარეცხი მანქანაც, ტელევიზორიც და სხვა საოჯახო ტექნიკა. არ მყავს ავტომობილი და შესაბამისად ვერც დავალომბარდებ და შესაბამისად საბურავებიც არ მჭირდება. არ ვაპირებ ახალ წელს შევხვდე ახალ ბინაში. საქართველოს ეროვნული ბანკის წინ გახსნილია ჩემი სახელობის შავი ვარსკვლავი.
ასე რომ ნუ ხარჯავთ მობილურ კომპანიებში ჩემთვის გამოსაგზავნი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფულს და იმ თანხით, თქვენს ბავშვებს ჩემს სახელზე თითო კანფეტი უყიდეთ.
არც თუ ისეთი პატივისცემით გ. გაბრიჭიძე