მეგობრებო, მინდოდა დამეწერა ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე, რეგიონში და მთელს მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, რომელიც ჩვენს, ისედაც დუხჭირ ცხოვრებაზე აისახება, მაგრამ იმდენად ისტერიული ფონია შექმნილი ქართულ საზოგადოებაში, რასაც ძირითადად მედია და განსაკუთრებით ტვინის სუპერ სარეცხი მანქანა-რუსთავი2 ქმნის, რომ ჩავთვალე არაფერი მეთქვა.
ან ვის რაში აინტერესებს ეს ყველაფერი და განსაკუთრებით ჩემი აზრი.

 

… მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს მშვიდად სძინავს ამ ყველაფრის ფონზე და გიორგი კვირიკაშვილი სახლში აუღელვებლად ბრუნდება სამუშაო საათის (ვთქვათ 20:00 სთ) დასრულების შემდეგ, ძალიან, ძალიან ცდება.

 

ჩვენ გველის ძალიან მძიმე პერიოდი, ხელისუფლების დაანონსებული მტკივნეული და ამავდროულად ჩვენი სახელმწიფოსთვის ჰაერივით საჭირო რეფორმების "წყალობით", მაგრამ ამავე ხელისუფლების სპიკერები (საზოგადოებასთან მოსაუბრე ხელისუფლების წარმომადგენლები) როგორც მე ვხვდები თქვენი რეაქციებიდან, ამ პანიკის ფონზე, ზედიზედ, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელ განცხადებებს აკეთებენ და ამომრჩეველს უფრო აღიზიანებენ.

 

P.S.

 

მე არ განვეკუთვნები "კრისების" კატეგორიას, რომელიც გემის ჩაძირვის მოლოდინში, წყალში რომ ხტებიან.