მაპატიეთ ამ ძალიან ცივი ანალიზისთვის.
შეიძლება მიიჩქმალოს ჩინოსნის ფინანსური დანაშაული, კორუფცია, მაგრამ პოლიციელების მიერ ჩადენილი ქმედება, საზოგადოებისთვის ყოველთვის უფრო სენსიტიურია, რადგანაც აქ გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს.
როდესაც სააკაშვილი გადაეფარა გირგვლიანის მკვლელებს და მათ წინააღმდეგ მხოლოდ ფასადური ღონისძიებები განახორციელა, იმ დღეს დაიწყო მისი რეჟიმის დემონტაჟი. იმ დღეს დაიწყო, რადგანაც მან რამდენიმე პოლიციელის "დათრევა" ამჯობინა თავისი ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცების შანსს - "ესენი არ დაინდო. ე.ი. სხვებსაც დასჯის". მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრია, როდესაც პაიკების შენარჩუნების გამო, პარტიაც წაგებულა (აქ არ არის საუბარი მაშინდელი მინისტრის ცოლზე. მისი "მოტეხვა" თავისუფლად შეეძლო თუნდაც იმ ჩუმი ზუზუნის ფონზე, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ იქნებოდა).
არა მგონია, რომ დამნაშავე პოლიციელებზე ხელის დაფარება იყოს მუნდირის ღირსების დაცვის საუკეთესო საშუალება. მგონია, რომ პირიქითაა. სამწუხაროდ თავს უფლებას ვაძლევ ვიფიქრო, რომ პოლიციაში არსებობს ურთიერთკავშირის უხილავი ჯაჭვი, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კანონი და ხალხის ნება.