უკაცრავად, მაგრამ ვერ გავიგე.
იმ წყეული კომუნისტების დროს, მამაჩემს, რომელიც იყო №124-ე სკოლის დირექტორი, გარდაბნის რაიონში მებაღეობის ეგიდით მისცეს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გარდაბნის რაიონულმა აღმასკომმა გასცა სახლის აშენების ნებართვა, რომლის დამადასტურებელი საბუთიც, მითითებული ნაკვეთის ნომრით მაქვს. სამწუხაროდ დავკარგე მებაღის მოწმობა.
დავუჯერე თქვენი სამინისტროს მიერ ტელევიზიაში განთავსებულ რეკლამას, ნაკვეთების რეგისტრაციის გაიოლების შესახებ და მივედი იუსტიციის სახლში, სადაც მწვანე უნიფორმიანმა გოგონამ საკმაოდ ზრდილობიანად "დამაკვალიანა" (ინტონაციას, ღიმილს და სწრაფ მომსახურებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ) და "მირჩია", რომ აზომვითი ნახაზი უნდა გავაკეთებინო იუსტიციის სახლთან განლაგებულ ამზომველებს და უნდა მოვიტანო ორი მეზობლის მიერ ნოტარიალურად დამოწმებული საბუთი, რომ ის ნაკვეთი ნამდვილად მამაჩემს ეკუთვნოდა. მამაჩემი 2005 წელს გარდაიცვალა და სხვადასხვა მიზეზის გამო, იქ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ნამყოფი. ზაფხულში მე ვიყავი იმ ნაკვეთზე და მეზობლად ცხოვრობს ორი ოჯახი, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ №124-ე სკოლასთან. სხვა ნაკვეთების უმრავლესობა, რომელთა მფლობელები პედაგოგები და განათლების სისტემის თანამშრომლები იყვნენ, ამჟამად დაუმუშავებელი და მიტოვებულია.
რეკლამიდან მოწოდებული არასწორი ინფორმაციისა (არანაირი გაიოლება ვერ ვნახე. ისევ უაზრო ბარიერები დამხვდა) და თქვენი ამ განცხადებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება გავხდე უცხოელი, რაც გამიადვილებს მამაჩემის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაფორმებას.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს