მთავრობა !

 

1.რეფორმების ისეთი ტალღა დაანონსეთ, რომ სულ მცირე ვორდინგი და საზოგადოებასთან ინტერაქცია უნდა გამოასწოროთ.

 

2.დაიქირავეთ პიარის საუკეთესო სპეციალისტები. შეიმუშავეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთიანი, მკაცრად გაწერილი სტრატეგია.

 

3.შეარჩიეთ კარგი სპიკერები. მხოლოდ თალაკვაძე და კიდევ ერთი-ორი პოლიტიკური ლიდერი ყველაფერს ვერ გაწვდება.

 

4.რაც არ უნდა კეთილშობილური ზრახვები გქონდეთ, თუ ამომრჩეველმა ვერ გაითავისა რას, რისთვის აკეთებთ, არაფერს აზრი არ ექნება.

 

5.რაც წავიკითხე, მოვისმინე და ვხედავ, ძლივს როგორც იქნა გამბედავ და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების გატარებას აპირებთ და ეს კარგია, მაგრამ თუ ჩვეულებრივმა ადამიანებმა ვერ გაუგეს ასეთი მტკივნეული ნაბიჯებით რა მიზნისკენ მივდივართ, ძალიან გართულდება თუნდაც ერთი რეფორმის წარმატებით დასრულება.

 

6. ძალიან არ მომეწონა კვირიკაშვილის სიტყვები, რომ ჩვენ თითქოს იმაზე უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე ეს შეიძლებოდა.
ნებისმიერი ამდაგვარი განცხადება გამაღიზიანებელია სიღატაკეში მყოფი სახელმწიფოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის.
ეს აქეთ მოწოლა ვინც გირჩიათ, ვიწრო აზროვნებისაა და მეტი არაფერი.

 

7.მესმის ოპოზიციური პარტიების და მათი მიზნების, რომ როგორმე ხელისუფლების და განსაკუთრებით კვირიკაშვილის დისკრედიტაცია მოხდეს.
რას ვიზამთ, ასეთია პოლიტიკის წესები, მაგრამ თუ ვინმე ხელისუფლების შიგნით ცდილობს პრემიერის ჩამოშორებას და ეს უკვე აშკარად შესამჩნევია ელექტრონული/სოციალური და ბეჭდვითი მედია საშუალებებით, იცოდნენ რომ კბილებში მოხვდებათ მაგრად !

 

P.S.

 

ლარს შეუცვალეთ სახელი და დაარქვით; "ბღუჯა".

 

კურსიც შეცვალეთ;

 

1 ბღუჯა - 1 დოლარი.

 

შალვადამ სმიტი