დიდი ამბავია ატეხილი, რომ მასიური წმენდა იწყებაო!
ეს დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო 2012 წელს, როდესაც მე მოვითხოვდი რეორგანიზაციას ყველა უწყებაში!
უაზროდ გაბერილი კადრები, რომ ჰქონდა წინა ხელისუფლებას და ერთი კაცის მაგივრად სამსახურში ათი კაცია აყვანილი და რეალურად მხოლოდ ის "უპატრონო" ერთი მუშაობს და ხმასაც ვერ იღებს სამსახურიდან, რომ არ დაითხოვონ!
ყავის სმის მეტს და სოციალურ ქსელში "ჩატაობის" მეტს არაფერს არ აკეთებენ. თან იმისი სინაგლეც ჰყოფნით, რომ აკრიტიკონ ის მთავრობა ვის სამსახურშიც არიან, არ მინდა ეხლა აქ საჯაროდ გამოფენა იმ ადამიანების ვისაც ეს ეხება მაგრამ ვისაც დაითხოვენ სამსახურებიდან უნდა ააფარონ სახეზე მათ მიერ ბოღმით გაჟღენთილი სტატუსები სადაც ოცნების გინებაში არიან დღე და ღამე და ოთხი წლის განმავლობაში მავნებლობის მეტი არაფერი არ უკეთებიათ იმ დროს, როდესაც ქართული ოცნების ერთგული და პროფესიონალი კადრები უსამსახუროდ არიან დარჩენილი!
დიახაც ყველა უნდა დაითხოვონ სამსახურიდან, დაგვიანებულია მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!
გათავისფლების საფუძვლად საკმარისია მათი ცოდნის შემოწმებ.საკმარისზე მეტი უსაქმური და გაუნათლებელი ინახა უკვე საჯარო სექტორმა და დროა გზა დაეთმოს ნიჭიერ ახალგაზრდობას, რომლებიც უცხოეთში წასვლაზე ფიქრობენ რადგან აქ მათი განათლება არ ფასდება!
მივესალმები საკადრო წმენდას, მაგრამ ეს უშუალოდ უწყების ხელმძღვანელის დონეზე უნდა მოხდეს, ასევე სამსახურში ახალი კადრების აყვანაც რადგან პასუხისმგბეელი პირი ვინცაა ის უნდა იცნობდეს პირადად ყველა მასზე დაქვემდებარებულ კადრს!
რატომ უნდა ნანობდეს დღეს ახალგაზრდა მიღებულ განათლებას და რატომ უნდა ამბობდეს, რომ გაუნათლებლები უფრო ფასდებიანო?
დროა დასრულდეს ეს მარაზმი ქვეყანაში და განათლების და კვალიფიკაციის მიხედვით დაფასდეს ყველა ადამიანი!