ამ კვირაში ვიზების ამბები უნდა გაირკვეს.
ხოდა, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ბრაზობს, რომ ”ოცნების” დროს მოხდება ეს - არის იდიოტი( აქ შეგიძლიათ თქვენი ინტერპრეტაციით ჩასვათ სიტყვა).
შეიძლება ასმა ან ორასმა კაცმა გააკეთოს ეს, მაგრამ მილიონობით ადამიანს ეცვლება ცხოვრება. არა დღეს არამედ სამომავლოდაც.
ისტორიაში ვერაფრით შევლენ ისინი, ვისაც იდეაზე მეტად, იდეის ავტორობა აღაგზნებთ.
ვისაც საქართველო გვიყვარს, ვისაც გვინდა უკეთესი ცხოვრება გვქონდეს, წარმოუდგენელია ერთად ვერ შევძლოთ ეს. ყაყანის და ყიყინის დრო მორჩა, ახლა ყველაზე დიდი გაერთიანების დროა!
ორშაბათი აღარაა მძიმე დღე!