ჯერ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდათ, მერე ნარკოტოკების და ბოლოს მაღაზიების გახსნას მოითხოვენ!
არა ბატონებო ეს დაუშვებელია!
საქართველოში ზომიერების გრძნობა არ არსებობს და ყველაფერში მაქსიმალისტები ვართ და უფრო ცუდისკენ გვაქვს მიდრეკილება!
რა თქმა უნდა კანონი უნდა გადაიხედოს და მომხმარებელს სხვა სასჯელი უნდა დაეკისროს გამსაღებლისგან განსხვავებით, რომელსაც სამუდამო უნდა მიუსაჯო რადგან ჩვეულებრივი მკვლელია!
ნარკომანია მძიმე სენია და რაც უფრო დიდი დრო გადის მატულობს დოზის მოხმარების ზრდა რაც ხშირ შემთხვევაში გამსაღებლად აქცევს მასზე დამოკიდებულ ადამიანს, რომ მერე თავისთვისაც მორჩეს ნარკოტიკი!
ყოვლად დაუშვებელია სასჯელის გაუქმება რადგან ამ გაჭირვებულ ქვეყანაში რა უნდა ქნას ნარკოტიკზე დამოკიდებულ
ა ადამინმა, როგორ უნდა იშოვოს ნარკოტიკის ფული? - რა თქმა უნდა დანაშაული უნდა ჩაიდინოა ხომ?
აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე იძულებითი მკურნალობის დაფინანსება, რომელიც არც თუ ისე იაფი ჯდება სანამ ერი სულ გადაგვარდა!
როდესაც ნარკოტიკებს ვეღარ შოულობენ მასზე დამოკიდებული ადამიანები მერე გამოსავალს პოულობენ სპირტიან სასმელებში რაც მომავალში მძიმე შედეგებს დებს და ჰალუცინაციებმადე მიყავს ავადმყოფი!
აუცილებელია დაწესდეს იძულებითი მკურნალობა მომხმარებელზე და დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან ისინი ვისაც ამისი საშუალება არა აქვს!
სწორედ უსაქმურობა იწვევს ნარკოტიკზე დამოკიდებული ადმიანების რიცხვის ზრდას!
მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია - ეს ერის გენოციდს მოახდენს და საბოლოოდ განადგურდება მომავალი თაობა!
მამაკაცებს ვინ ჩივის, კლინიკებში ქალებითაა სავსე ვინც მკურნალობია კურსს გადიან და წარმოიდგინეთ კანონი რომ არ სჯიდეს მერე რა მოხდება?
ფხიზელი აღარ ივლის არავინ და ამ შემთხვევაში მე დაჩემნაირები ვკითხულობთ: ჩვენი როგორც უმრავლესობის უფლებები არ ირღვევა?
რატომ უნდა ვუყურო მე საზოგადოების თავშეყრის ადგილას "გაბრუებულ" ადამიანს? დროთა განმავლობაში კი აგრესიულები ხდებიან და მერე ვინ აიცავს ჩვენს უფლებებს?
ვინც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეა ის ვერ აცნობიერებს რა საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა ისედაც რა ვართ დარჩენილი?
ერთადერთი რაც უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მკურნალობის დაფინანსება და უნდა იყოს კანონში იძულებითი მკურნალობა და არა მკაცრი სასჯელი!
ეს ჩემი აზრია და მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას! ვისაც უშუალოდ ოჯახში ჰქონია შეხება არც ისინი დაუჭერენ მხარს!
მაგრამ როგორც უფლეადამცველი ჩემი აზრია რომ ეს კატეგორია უნდა იკურნებოდეს იძულების წესით და ამას კანონი უნდა უზრუნველყოფდეს!