Viktor Dolidze თქვენ ღირსეული მამულიშვილი ხართ <3
წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის განვითარების გზაზე!
მისაბაძი პოლიტიკოსი ხართ, როდესაც პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალი დგას!
როდესაც ჩასული დელეგაცია ე.წ. ოპოზიცია ლანძღავდა მთავრობას, თქვენ პირიქით ოპოზიციაში მყოფი ყველაფერს აკეთებდით, რომ საქართველო ღირსეულად წარმოგეჩინათ!
გაიხარეთ და თქვენი წარმატება ყოველთვის მიხარია <3

 

"სხვებისგან განსხვავებით, ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ქვეყნისა და სახელმწიფოს ოპოზიციაში",- ამის შესახებ ევროინტეგრაციის მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ "იმედის" ეთერში ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

"როდესაც არ ვიყავი ხელისუფლებაში მაშინაც კი კარდაკარ დავდიოდი ევროპარლამენტში, ბრიუსელში, ევროკომისიის კედლებში თუ სხვა. სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით ვითხოვდი და ვაჩქარებდი ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გადაიწევდა. ვაცხადებდი, რომ იმედია, არჩევნებამდე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ არა და არჩევნების შემდგომ, ახალ წლამდე უნდა გავიდეთ ფინალურ ეტაპამდე-თქო. რეალურად ეს გამართლდა",- აღნიშნა დოლიძემ.