როცა მიდის საუბარი იმ "შიშველ" ტურისტზე, კოსნტიტუციაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ისმის მხოლოდ ან "კი", ან "არა". არავინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანთა გარკვეული კლასი, რომელთათვისაც სიტყვები "თავისუფლება", "ცივილიზაცია", "დემოკრატია" და მრავალი სასურველი ფასეულობა, სიშიშვლეში, აგრესიაში და რბილად რომ ვთქვა, სხვადასხვა ეპატაჟურ გამოხტომებთან გაიგივდა.
ასევე არის მეორე მხარე, რომელთათვისაც ზემოთ ნახსენები სიტყვები და ფასეულობები გარკვეულ შიშს ბადებენ და ბუნებრივია, რომ წინააღმდეგობის გრძნობას იწვევენ.
ამ უკანასკნელთა მიმართ ისმის განცხადებები, რომ ისინი არიან ბნელები, გაუნათლებლები დ.ა.შ. საოცარია, მაგრამ მსგავსი მსჯელობით გამოდის რომ ცხოველური სიშიშვლე, ცხოველური ვნებების დაკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა არის ცივილიზაცია. არადა პირიქითაა. სწორედ ის აგრესია, რომელიც საპატრიარქოს კედლის საღებავით დასვრაში, ან ათასგვარ გამოხტომაში წარმოჩინდება, არის გონებისა და აზროვნების უკიდურესი სიმწირე, რომელსაც ადამიანი ცხოველურ ინსტიქტებამდე დაჰყავს.
ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ისინი, ვის ხელშიც არის მოქცეული საქართველოში დემოკრატიის, ცივილიზაციის და ნორმალური განვითარების სწორი გზის ჩვენება, ანუ ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპული ტიპის პარტიები, რუსთავი 2-ის შოუ-გადაცემები დ.ა.შ. თავად არიან ჩრდილოკორეული, ბოროტი და დიქტატორული აზროვნების მატარებლები.
საზოგადოება უნდა შეეცადოს თავად გაერკვეს იმ ხლართებში, რომლის წინაშეც სამწუხაროდ მარტო აღმოჩნდა