მეგობრებო, ძალიან გამიხარდა, რომ აზარტული თამაშების აკრძალვა/შეზღუდვის მომხრე ამდენი ადამიანი აღმოჩნდა.
ახლა რაღაც მინდა გთხოვოთ.
თუ რომელიმე თქვენთაგანმა რაიმე საინტერესო სტატია, პუბლიკაცია, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა/პრეცედენტი, თუნდაც ფეისბუქპოსტი აღმოაჩინა/იპოვა ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენაზე, გთხოვთ მომწეროთ/გამომიგზავნოთ პირად მიმოწერაში.
მომნიშნეთ/"დამთაგეთ".
ერთი სიტყვით არ დამინდოთ…
თუ მაინცდამაინც ძალიან საინტერესო მასალა იქნება სხვა ენაზე, ისიც გამომიგზავნეთ. მაგალითად, გერმანულს დედაჩემს ვათარგმნინებ, სხვა ენებზე თქვენც დამეხმარებით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გამო.
ჯერ ერთი დებატის დროს.
მეორეც, ხელისუფლებას მხოლოდ პრობლემა კი არ უნდა წარმოვუჩინოთ, არამედ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები.
ერთი სიტყვით, თქვენი დაუზარებლობის და ყურადღებისს იმედი მაქვს.
ეს არის სენი/ნარკოტიკი, რომელზეც (მომავალში დაწვრილებით დავწერ), არა მხოლოდ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ზის, არამედ საქართველოს ბიუჯეტიც.
ამ ნარკოტიკს გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს ჩვენთვის, ყველასთვის, ვიდრე მისი დადებითი ფისკალური შედეგია, ბიუჯეტში სემოსავლის სახით.

 

"მაინც ამოვთხრი".