მოკლედ გაურკვეველი, რომ არ დარჩეს საზოგადოებისთვის თეა სირაძის ბრალდების არსი და უსამართლობის გრძნობა, რომ არ გაჩნდეს სხვა მსჯავრდებულებში ან ზოგადად საზოგადოებაში, თავს ვაძლევ უფლებას განმარტება გავაკეთო ვინაიდან უამრავი წერილი მომდის თუ რატომ გამორჩეულად თეა სირაძე!

 

მე სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ ქალბატონს მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიცნობ!
მე მჯერა მისი რადგან ის კრიმინალი კი არა ევროპის ჩემპიონია და საქართველო არაერთხელ ასახელა!
მე მჯერა მისი რადგან არ მჯერა სააკაშვილის რეჟიმის დროს წარდგენილი არცერთი ბრალდების!
მან აღიარა ცემის ფაქტი და განმარტა, რომ მასზე ძალადობას შეეცადნენ და არ მიკვირს და იცით რატომ?
ეხლახანს მომხდარი ფაქტი გავიხსენოთ ჩინელებმა რაც ჩაიდინეს და როგორ უმოწყალედ ცემეს ჩვენი მოქალაქეები!
სააკაშვილის დროს უცხოელს რომ მოეკლა ქართველი ხმას არ გაცემდნენ, დანაშაულს ჩაიდენდნენ და დაზარალებულ ქართველს დამნაშავედ აცხაებდნენ, რომ უცხოელების თვალში "კაი ტიპებად" გამოჩენილიყვნენ და თეა სირაძე ზუსტად ასეთი საქმის მსხვერპლია! ცემაზე რომ დააკავეს მერე გაუგონარი დანაშაულები წაუყენეს და ძალიან მძიმე სასჯელი გამოუტანეს!

 

მე მინდა ვთხოვო პრეზიდენტს, შეიწყალოს თეა ქვეყნის წინაშე იმ დამსახურებისთვის რაც აქვს, ასევე მისი მცირეწლოვანი შვილების გამო, რადგან ისინი დედის გარეშე იზრდებიან უკვე 6 წელია და აკმაროს თეა სირაძეს მის მიერ მოხდილი სასჯელი!
ასევე მივმართავ და ვთხოვ ჩემი და საზოგადოების სახელით უმრავლესობას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფო კილაძე ნაძალადევის მაჟორიტარი / Sopo Kiladze
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia
საქართველოს პარლამენტი
Giorgi Margvelashvili
გთხოვთ განიხილოთ ჩვენი თხოვნა და მიმართოთ ქვეყნის პრეიდენტს რეკომენდაციით!

 

ახალ წელს თეა სირაძის ოთხი მცირეწლოვანი შვილი ელოდება დედას, მათ სჯერათ რომ თოვლის პაპა აუსრულებს თხოვნას და ვედრებას და მე მჯერა თქვენი და საზოგადოების მონდომებით ჩვენ ამ პატარების გახარებას შევძლებთ