იცით, როდის დავრწმუნდი საბოლოოდ ამ ქვეყნის საქმე ცუდად რომ მიდიოდა, როდესაც თუ არ ვცდები 2006 წლის შემოდგომაზე ერთერთ საპარლამენტო სხდომას ვადევნებდი თვალს პარლამენტში, ზედა იარუსიდან.
იმ დროს ვმუშაობდი ერთი ოპოზიციური ფრაქციის აპარატში.
ხშირად შევდიოდი ხოლმე პარლამენტის სხდომებზე, რომლებზეც ჩემი თვალთახედვით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა.
ბევრ ე.წ. ისტორიულ მოვლენას შევსწრებივარ, მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილის ცნობილი გამოსვლა; "დედა ვატირე ამათი, მოგენატრებათ მამათი".. და ბევრი სხვა.
მოკლედ, ერთერთ საპარლამენტო სხდომაზე მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი.
როგორც ყოველთვის, დაცვის ბიჭებს ვთხოვე და ზედა იარუსზე, შუა ნაწილში გამომინახეს ადგილი.
რატომღაც ზედმეტად ხალხმრავლობა იყო, როგორც ჟურნალისტების, ასევე რაღაც კატეგორიის ხალხის, რომლებიც მანამდე ნანახი არ მყავდა.
ძირითადად 20-25 წლის ასაკის ბიჭების სიმრავლე იგრძნობოდა.
ჰოდა, გამოდის ერთერთი ოპოზიციონერი პარლამენტარი და ვანოს კითხვას უსვამს სანდრო გირგვლიანის თემაზე.
აი, ხომ გინახავთ დოკუმენტურ ან ბოლოსდაბოლოს მულტიფიკაციურ ფილმებში, როგორ წამოიშლებიან გიენები მსხვერპლს რომ დაინახავენ, ასე წამოხტა უცებ მთელი სამივე იარუსი, რომელიც როგორც იმ წამსვე მივხვდი "კუდის" და "სოდის" ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბოლშევიკებით იყო გადატენილი.
ატყდა გინება და ათასი უხამსი სიტყვების ფრქვევა.
მოკლედ, ვერ აგიღწერთ რა გრძნობა დამეუფლა იმ მომენტში.
აი, ზუსტად მაშინ დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ ეს ქვეყანა ევროპისკენ კი არა, ბოდიში ყველასთან, მაგრამ ტ@@@ში მიდიოდა.
იმის შემდეგ მეც და ყველა თქვენგანმა ვნახეთ რა უბედურებებიც დატრიალდა საქართველოში.
აღარ ჩამოვთვლი. თქვენც კარგად იცით და დამიჯერეთ მეც ძალიან ბევრი რამ ვიცი.
ახლა, როდესაც მეუბნებიან ეს ყველაფერი დაივიწყეო, ახალი ფურცლიდან დავიწყოთო, რა ვქნა, მაგრამ არ გამომდის.
… და რაც ყველაზე მთავარია, ამ სადიზმის, ფაშიზმის და ბოლშევიზმის შემდეგ, 2016 წლის სრულიად თავისუფალ და დემომრატიულ არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობას ნახევარი მილიონი, ნახევარი მილიონი ხმა !