შიდა და თუნდაც გარე პარტიული დებატი, აზრთა სხვადასხვაობა, პოლემიკა, კრიტიკა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ბოლო დღეებში ამ პროცესმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები მიიღო, პარტიული ლიდერების ნაწილი ღიად ალაპარაკდა რომ, თურმე მათსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ერთერთი მთავარი განმასხვავებელი ყოფილა ხედვა, რომლის მიხედვითაც თვითონ ,,კანონიერ" გზებს ირჩევენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მის გუნდთან ერთად რევოლუციასა და ქუჩას. მეგობრებო ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ ამ მუხლით ებრძვის ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პარტიის წევრებს და მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, უნებლიედ ნუ გავხდებით მისი თამაშის მონაწილენი!!!