#ნიუტონისშემოდგომა
#comingsoon
#ანფასი
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოების რაღაც გარკვეულმა წრემ ესმოდა თუ არ ესმოდა, მეტიც მოისმინა თუ არ მოისმინა გადაწყვიტა ჩემი მეგობრები გაელანძღა იმისთვის, რომ განუმეორებელი ბიძინა კვერნაძის სიმღერა "შემოდგომის ყვავილები"
შეურაცხყვეს.
არ დამიცავს და არ დავიცავ ნიუტონს და მით უფრო ბიძინა კვერნაძეს, იმიტომ რომ ნიუტონმა არ დააშავა და კვერნაძის შემოქმედებას ვერავინ, ვერასოდეს ვერაფრით დააკნინებს.
მანამდეც დავწერე და ახლაც დავწერ, რომ საზოგადოებას ახსოვს მარიტასავით ცხენზე უკუღმა შესმული შემდგომში დიდი ხელოვანები. ბიძინა კვერნაძეც გამხდარა აგრესიის მსხვერპლი, სასწაული იუმორით იხსენებდა მის მიმართ აგრესიასაც. ვერავინ გაიხსენებს ამ ენაკვიმატი კაცისგან ზედმეტ სიტყვას სხვისი შემოქმედების მიმართ, ასეთი რამ შემდგარ ადამიანს შემოქმედს და უბრალოდ კარგ კაცს არ შეეშლებოდა. სხვის შეცდომებზე მოქილიკეები, ამ დროს საკუთარ მნიშვნელობას გრძნობენ.
ყოველთვის, როცა ვერ ვიღებ სიახლეს და ეს ბევრჯერ მომხდარა, ვფიქრობ რომ ზედმეტად არ ვიტლიკინო, კრიტიკა ბოღმისფრქვევასა და შეურაცხყოფაში არ გადამეზარდოს. ვინ იცის რა უნდა შექმნას მეორე თუ არ მომწონს პირველი. და მერე მე #მახსოვს სუხიშვილების ასსა, ქათამაძის სულიკო, ირაკლი ჩარკვიანი - მეფე, ნიკა მემანიშვილი - რაჭველი და ა.შ.