მრავალი წლის წინ აშშ-ში და მთელს მსოფლიოში დაიწყო დავა, ვინ არის ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ოჯახი; ბუშები, კლინტონები თუ კენედები.
ჰოდა, ჩემი აზრით, 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ყველა დარწმუნდება, რომ კლინტონებს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
რატომ ?!

 

ერთადერთი შანსი, ბილ კლინტონის ორვადიანი პრეზიდენტობის, მისი მეუღლის სენატორობის, სახელმწიფო მდივნობის და ზოგადად, ობამას ადმინისტრაციაზე კლინტონების ოჯახის გავლენის და მრავალი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, ჰილარი კლინტონი გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი, მას უნდა ჰყოლოდა დონალდ ტრამპისმაგვარი კონკურენტი, რომელიც გამოძებნეს კიდეც...

 

P.S.

 

გავლენიან ოჯახებში ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, როკფელერებს, მორგანებს, ფორდებს და ცალკე აღებულ ჰოვარდ ჰიუგზს, რომელის ხსენებაზეც, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს პარანოია ემართებოდა.