ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად მე არ მომეცა საშუალება შევხვედროდი ვაზისუბნის პოლიკლინიკაში მომსახურე საუკეთესო სამედიცინო პერსონალს, ადამიანებს ვის ხელშიც პირდაპირი მნიშვნელობით მე გავიზარდე, ვისი ზრუნვა და ამაგიც ფასდაუდებელია ყველა ვაზისუბნელისათვის. ეს მაშინ როდესაც აღნიშნული პოლიკლინიკის ხელმძღვანელობამ არც ნეიტრალიტეტი არ შეინარჩუნა და შეეცადა ეამებინა ქართული ოცნებისთვის, გაუკეთა შეხვედრა ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს. სამწუხაროა რომ პირადად ვერ მოგაწოდეთ ჩემი ხედვა ვაზისუბანში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, პოზიცია ქვეყნის საშიანაო თუ საგარეო საკითხებზე, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენ ამის შანსი კიდევ მოგვეცემა და ამაში ვერც ხელმძღვანელობა და ვერც სახელისუფლებო რესურსი ვერ შეგვიშლის ხელს.
წარმატებები თითოეულ თქვენგანს.