ნაციონალურ მოძრაობაზე და მის მხარდამჭერებზე გამახსენდა

 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვთქვათ, ჰიტლერს თავი, რომ არ მოეკლა ევა ბრაუნთან ერთად და 1946 წელს ჩატარებულიყო დემოკრატიული არჩევნები თავისუფალ გარემოში, ისევ არ აირჩევდა გერმანული საზოგადოება დიდი ლეგიტიმაციით ნაცისტებს, ძალიან ცდება.
არა თუ, 1946 წელს, მთელი 50-იანი წლების განმავლობაში, ადენაუერს და მის მთავრობას ძალიან უჭირდა იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი დანაშაულის თანამონაწილე იყო.
მაგალითად, დასავლეთ გერმიანიაში, ამერიკულები ასეთ აქციას ატარებდნენ, ყველა ის ოჯახი, რომელიც ავტობუსით გაყვებოდა ამერიკელ ჯარისკაცებს "მუზეუმის" დასათვალიერებლად, მიიღებდა, ერთ ქილა რძეს და კიდევ რაღაც კალორიულ საკვებს. ბევრი თანხმდებოდა, იმიტომ რომ, მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ძალინ დიდი გასაჭირი იყო გერმანიაში.
სინამდვილეში ეს "მუზეუმი" იყო ძველი საკონცეტრაციო ბანაკი, სადაც დამთვალიერებლებს აჩვენებდნენ სამკაულებს თუ სხვადასხვა ხელნაკეთობებს, ნაქარგებს, რომელიც ერთი შეხედვით ლამაზიც კი იყო, მაგრამ ექსკურსიის დასრულების შემდეგ, როცა ყველა კმაყოფილი ბრუნდებოდა სახლში, მათ უხსნიდნენ, რომ ის რაც მათ ნახეს, ადამიანის ტყავისგან იყო დამზადებული, რომელსაც სამხედრო მაღალჩინოსნის ცოლები აკეთებდნენ და აი აქ იწყებოდა გულის წასვლები და ინფაქტები.
მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი საზოგადოება მაინც არ აღიარებდა თავის დანაშაულს და როგორც ამბობენ, ბევრი ისევ ნაცისტების დაბრუნებაზე ოცნებობდა.
გერმანია, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო, რეალურად მისი შექმნა დაიწყო 60-იან წლებში წამოსულმა ახალმა თაობამ.
თაობამ, რომელმაც ნამდვილი "ნიურბერგი" მოუწყო მშობლების თაობას ოჯახებში, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ საჯაროდ, სხვადასხვა სამოქალაქო და პოლიტიკური მოძრაობების სახით.
ასე, რომ ვისაც ძალიან გსურთ, შემოხაზეთ ეს ხუთი ნომერი, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები ერთ დღესაც აუცილებლად მოგიწყობენ "ნიურბერგს" და მერე გვიან იქნება თავის მართლება. მითუმეტეს, რომ ახლა თავისუფალ გარემოში მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ.

 

ჰოდა, კიდევ რისი თქმა მინდოდა, ოცდამეერთე საუკუნეში ამის მოწოდება, რომ მიწევს, ესეც, ჩვენი, ქართული საზოგადოების დიდ მანკიერებაზე მიუთითებს, მაგრამ ზუგდიდელებო, ევა ბრაუნსაც ნუ მისცემთ ხმას.