1. სამხედროების მერიტოკრატია დასრულდა თურქეთში
2. თურქეთის შეიარაღებული ძალები რამოდენიმე დღეში ძალიან დასუსტდა პროფესიონალი კადრების მასიური წმენდის გამო (შედეგებს მერე და მერე გამოიღებს წლების განმავლობაში და ამ დანაკლისს კარგა ხანს ვერ აინაზღაურებენ)
3. მიადგა ჩრდილი ძალიან პატივსაცემ ინსტიტუტს - შეიარარებულ ძალებს და სამხედრო მუნდირის ღირსებას
4. გაიმტკიცეს პოზიციები კლერიკალებმა და ობსკურანტებმა
5. სამხედრო გადატრიალება არ გავიდა ანუ ფორმალურად გაიმარჯვა წარმომადგენლობითმა დემოკრატიამ
6. თურქეთს შეელახა რეპუტაცია რომლის აღდგენასაც კარგა ხანს ვერ შეძლებს
7. დადგა ამერიკას და თურქეთს შორის გაციებული ურთიერთობის ეტაპი.
8. მე-7-ე და მეორე პუნქტებმა არა გამორიცხული დააჩქაროს ქურთული სახელმწიფოს შექმნა სირიის ერაყის და თურქეთის ტერიტორიაზე.
9. მიუხედავად ზემოთ თქმულისა ვარშავაში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შავ ზღვაში ნატოს მუდმივმოქმედი დაჯგუფების შექმნის თაობაზე ეჭვქვეშ არ დადგება.
10. ბირთვული იარაღი ინჯირლიკის ბაზაზე დარჩება
11. თურქეთში ინვესტიციები შემცირდება და იქნება არასტაბილური შიდაპოლიტიკური გარემო. იქნება ოპოზიციის მიმართ რეპრესიები მაგრამ შეუძლებელია ამან გამოიწვიოს ისლამისტების დიქტატურის უპირობო გამარჯვება ვინაიდან თურქული საზოგადოება გასცდა განვითარების იმ წერტილს რომლის მერეც ირანიზაცია პრინციპში შეუძლებელია თუ არ მოხდა სისტემური ნგრევა რომელიც თავის მხრივ დიდი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის გარეშე შეუძლებელია.
რუსეთი სწორედ ეგეთ სისტემურ ნგრევას და დიდ სისხლისღვრას ელოდა. ახლა ამ ეტაპზე მიიღო პროგრამა მინიმუმი.
12. მოკლედ თურქეთი რთულად წავა განვითარებისკენ და პროგრესისკენ მაგრამ მაინც წავა. აი ჩვენთან კი ამ მოვლენების ფონზე შეიძლება უფრო დრამატული მოვლენები განვითარდეს. სამწუხაროდ რეგიონში დესტაბილიზაცია გადამდებია და აქ ხელისუფლებას ჩაბღაუჭებულმა ძალამ შესაძლოა ძალიან ცუდი რაღაცეები გააკეთოს. ანალოგია კი თურქეთის მოვლენებზე გააკეთოს. თან არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარესთან გააიგივებს თავს. ეგ ქოთანივითაა საიდანაც უნდა ყურს იქიდან მოაბამს
პ.ს. ჩვენთან შიდა დაპირისპირება იმითია უფრო საშიში რომ ძალიან სწრაფად შეიძლება გამოიწვიოს გარედან ჩასაფრებული აგრესორის ჩარევა რაც თურქეთის შემთხვევაში გამორიცხული იყო. ასე რომ იქ აჯანყებულები ქვეყნის ეგზისტენციალური საკითხით არ რისკავდნენ. მათ სცადეს კონსტიტუციის წინა რედაქციის და ათათურქის პრინციპების დაცვა. ეგ პრინციპები კი თურქეთისთვის კონსტიტუციაზე და ყველა სხვა დაწერილ კანონზე მაღლა დგას. ეგაა თურუქული რესპუბლიკის ქვაკუთხედი. მოკლედ ნებისმიერი ძალადობრივი აქციაში არის ურყოფითი კონოტაცია და შეიძლება იგი დაგმო მაგრამ ამ ამბოხების მონაწილეთა კიტოვან-სიგუას პუტჩისტებთან ან მუხროვანის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებთან შედარება არის ძალიან ღრმად არასწორი.