ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი ეროვნული ნაკრების თამაშზე (ბილეთებიც კი შენახული მაქვს სამახსოვროდ) - ვერ გეტყვით რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზეც დავდივარ ან დავდიოდი ხშირად , მაგრამ სხვათაშორის ბევრ "სპორტულ ჟურნალისტზე " ხშირად ვარ ნამყოფი ! ერთადერთი რისიც მართლა მიკვირს არის ის , რომ ამ უთავმოყვარეო ორ ათეულ კაცსს რომელსაც ყოფნის თავხედობა და საკუთარ თავს ფეხბურთელს უწოდებს , უნდა რომ გულშემატკივარი იხილოს სტადიონზე ))))))
ნაკრები უნდა თამაშობდეს ხალხისთვის და არა ვალდებულებისთვის !!! ის ანტიფეხბურთი რასაც ნაკრები თამაშობს ხოლმე ყელში მაქვს ამოსული ! დაიწყებენ ფაფხურს , მოუგებენ მოთხე ეშელონის გუნდებს , მოგვცემენ იმედს და მერე ისე უშანსოდ აგებენ ოდნავ ძლიერ მეტოქესთან , ისე აწერენ ხელს კაპიტულაციაზე , ისეთი შეშინებულები და დეზორიენტირებულები დააბოტებენ სტადიონზე , რომ პირადად მე თავმოყვარეობაც კი მელახება რომ აი ამ გუნდის საგულშემატკივროდ ვარ ხოლმე მისული - ამიტომ კეთილი ინებოს ვაისმა , ასწავლოს ამათ ჯიგარით თამაში , მაყურებლის პატივისცემა , ქვეყნის სიყვარული , საკუთარი თავის პატივისცემა და მერე ატრაკეთ მოდით სტადიონზეო , მანამდე , უკაცრავად და ვისაც გჯერათ გატარებულები ხართ